|
2019-11-12 17:31:54, 1702 ნახვა
რეგიონი
„მაგნოლია 2019“-ზე საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდებიან
22 დეკემბერს, ბათუმში „მაგნოლია 2019“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ღონისძიებაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლებს დააჯილდოებს. „მაგნოლია 2019“-ზე გაირკვევა თუ რომელ განთავსებისა და კვების ობიექტს, ტურისტულ ატრაქცია/მუზეუმს, გიდს, ტურისტულ სააგენტოსა და ტურისტულ მარშრუტს გააჩნია ტურისტების, მომხმარებლებისა და ტურიზმის სექტორის ყველაზე მაღალი ნდობა და შეფასება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მაღალი სერვისის მიმწოდებელი ტურისტული ობიექტების გამოსავლენად ტურისტებისა და სექტორის შეფასებებს იყენებს. ტურისტების კვლევისას, რომელიც მაისში დაიწყო და ახლაც გრძელდება, ვიზიტორების გამოკითხვა საქართველოს დატოვებისას, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მიმდინარეობს. ამას ემატება მომხმარებელთა ონლაინ კვლევაც, რაც Trip Adviser-ზე, Booking. com-სა და Facebook.com-ზე ტურისტების შეფასებების კვლევას ითვალისწინებს. საბოლოოდ, ტურისტებისა და მომხმარებლების კვლევას გიდების, განთავსებისა და კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების გამოკითხვის შედეგებიც დაემატება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „მაგნოლია“-ს დაჯილდოების ღონისძიებას აჭარაში 2015 წლიდან ატარებს. მისი მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)