15:04 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-12 15:21:26, 835 ნახვა

საზოგადოება
„ვარკეთილში, სკვერის ტერიტორიაზე მშენებლობა არ განხორციელდება“ - კახა კალაძე

”ვერ დამისახელებთ ვერც ერთ პროექტს, რომ მშენებლობის ნებართვა გაგვეცეს სპორტული მოედნების, სკვერების, მწვანე სივრცეების ხარჯზე. ასეთი რამ არ არსებობს“- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ ვარკეთილში, ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონში მდებარე სკვერის ტერიტორიაზე მშენებლობა არ განხორციელდება.

"ჩემი მოადგილეები ჩართულები არიან, არაერთი შეხვედრა გაიმართა. თქვენ იცით ჩვენი მიდგომა, დამოკიდებულება და პოლიტიკა. ჩვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ პროექტს, რომ მშენებლობის ნებართვა გაგვეცეს სპორტული მოედნების, სკვერების, მწვანე სივრცეების ხარჯზე. ასეთი რამ არ არსებობს. კონკრეტული მშენებლობა, რომელზეც საუბრობთ, 2016 თუ 2017 წელს არის გაცემული. როდესაც პირველი პროტესტი წამოვიდა საკითხი და ადგილმდებარეობა შევისწავლეთ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ სკვერს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. სკვერი იქნება არა იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა არის, იქნება გალამაზებული, ყველანაირად კეთილმოწყობილი, გამწვანებული. მშენებლობას რაც შეეხება, ის მიდგომა და დამოკიდებულება რომ მე არ მომწონს და არ აშენდეს, არასწორია. პირველები ჩვენ ვიქნებით, დედაქალაქის მერია იქნება, ვინც შეეწინააღმდეგება და წინ აღუდგება ისეთ მშენებლობას, რომელიც დამაზიანებელია ქალაქის, ურბანული განვითარების თვალსაზრისით, რომელიც დამაზიანებელი იქნება და განხორციელდება მწვანე სივრცეების ხარჯზე ან სპორტული მოედნების ხარჯზე. ვიღაცას მშენებლობა ან მოსწონს, ან ვიღაცას რაღაცის ინტერესი აქვს, ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. ქალაქი განვითარდება, მშენებლობაც განხორციელდება, მაგრამ ეს ყველაფერი გაკეთდება სწორი ფორმით",- განაცხადა კალაძემ.

ვარკეთილში ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის მცხოვრებლები დღეს სამშენებლო კომპანიას მუშაობის დაწყების საშუალებას არ აძლევდნენ და თბილისის მერიისგან ინვესტორისთვის, კონკრეტული ადგილის სანაცვლოდ, ალტერნატიული ტერიტორიის შეთავაზებას ითხოვენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics