|
2019-11-11 16:17:11, 1485 ნახვა
რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა იწყება
ბათუმში, ე.წ. „მუყაოს ქალაქის“ მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა და მშენებლობა მალე დაიწყება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რამდენიმე თვის წინ აჭარის მთავრობამ მოსახლეობის ინტერესების, ეკოლოგიისა და უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება რომლის თანახმადაც, ე.წ. მუყაოს ქალაქში, აშენდებოდა საცხოვრებელი კომპლექსი. აღნიშნულ დასახლებაში ცხოვრობს 1000 მდე ბავშვი და მათი ოჯახები სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში. მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად მუყაოს ქალაქის მაცხოვრებლებს ცხოვრების ღირსეული პირობები შეექმნებათ. „ეს იყო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი სოციალური პრობლემა რეგიონში. მუყაოს ქალაქში ჩვენს მოქალაქეებს და 1000 ბავშვს უწევთ ცხოვრება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში. ჩვენ მათ შევუქმნით ცხოვრების ღირსეულ პირობებს და მუყაოს ქალაქს გადავაქცევდით ახდენილი ოცნების ქალაქად. რაც შეეხება პოლიტიკურ მოტივს, ამ ნაწილში მთლიანად გუნდი არის ერთიანი და 2020 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია თანხა. ცხადდება ტენდერი მშენებლობაზე და მალე გადავალთ მშენებლობის ეტაპზე. პროექტის პირველი ეტაპი ითვალისწინებს 580 ოჯახის ბინით უზრუნველყოფას" - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. მშენებლობისთვის, 2020 წლის ბიუჯეტში 16 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული. უკვე მომზადდა პროექტი, მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო კომისიამ თითოეული ოჯახის მდგომარეობა დეტალურად შეისწავლა. მუშავდება მონაცემთა ბაზები და ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან. პირველ ეტაპზე ბინა 580 ოჯახს გადაეცემა.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)