14:05 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-11 13:13:48, 1479 ნახვა

საზოგადოება
„მტკიცებულებები და მასალა ბევრია“ - დეკანოზ მამალაძის ადვოკატი მეუფე პეტრეს მორიგ ბრალდებებზე

„ე.წ მტკიცებულებები და მასალა ძალიან ბევრია. ლინკები მრავალია, თუმცა დეტალურად არ მახსოვს ამდაგვარი მტკიცებულება“, - ასე გამოეხმაურა ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატი, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს ახალ სკანდალურ ბრალდებებს.

ადვოკატის შეფასებით, აღნიშნულზე განცხადება პროკურატურამ უნდა გაავრცელოს.

„ე.წ. მტკიცებულებები და  მასალა ძალიან ბევრია. ლინკები მრავალია, თუმცა დეტალურად არ მახსოვს ამდაგვარი მტკიცებულება... შესაძლებელია, დახურული იყო სასამართლო პროცესი პროკურატურის მოთხოვნით, დახურვის ერთ-ერთი საფუძველი იყო მესამე პირების ინტერესებიდან გამომდინარე. მე დეტალურად არაფერზე არ ვსაუბრობ. არის გარკვეული მტკიცებულები, რომელიც პროკურატურამ უკეთესად იცის,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა „კურიერთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ მეუფე პეტრეს განცხადებით, ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს ილია მეორე პორნოგრაფიული შინაარსის ფილმების ჩართვას სთხოვდა, რისი მტკიცებულებები პროკურატუაში დევს. ყოფილი მიტროპოლიტის თქმით, მამა გიორგი არ იყო ერთადერთი, ვისაც უწმინდესი მსგავსი თხოვნით მიმართავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics