22:31 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-20 13:38:53, 3338 ნახვა

Lifestyle
პეტრიაშვილი გომელაურს: მიხედე პანიკსს, ალაგმე ფუნდამენტალიზმი და იქნები წარმატებული

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“  წევრი ალექსი პეტრიაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ   გვერდზე  შინაგან საქმეთა მინისტრს და სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის  კანდიდატს   ვახტანგ გომელაურს  რამდენიმე რჩევას აძლევს. 
პეტრიაშვილი აღნიშნავს, რომ  თუ გომელაური ისეთივე ერთგულებით იზრუნებს ყველა მოქალაქის უსაფრთხოებაზე, როგორც ივანიშვილის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, მაშინ წარმატებული იქნება. 
„რამდენიმე რჩევა სუს-ის ახლადწარდგენილ ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს (მაინც მისმენდა და მიყურებდა და ღიადაც ვეტყვი ბარემ): 
 თუ მიახლოებით ისეთივე ერთგულებით იზრუნებს ყველა მოქალაქის უსაფრთხოებაზე, როგორც ზრუნავდა და ზრუნავს ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებაზე, ის იქნება წარმატებული;
 თუ მოსასმენ/სათვალთვალო აპარატურას გამოიყენებს ჩვენს ქვეყანაში გაპარპააშებული რუსული სპეცსამსახურების და არა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, იქნება წარმატებული;
 მიხედე პანკისს, ალაგმე ფუნდამენტალიზმის საფრთხე და იქნები წარმატებული!“,-წერს ალექსი პეტრიაშვილი. 
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის კანდიდატად დაასახელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics