|
2019-11-06 12:21:42, 2388 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე კილაძეზე: ნებისმიერ ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლია, ხელისუფლება მხარდაჭერას უცხადებს
„ნებისმიერ ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლია ხელისუფლება მხარდაჭერას უცხადებს“,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დეპუტატ სოფიო კილაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მასზე ყოფილი მეუღლე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. თალაკვაძის თქმით, სოფიო კილაძე მოიქცა ისე, როგორც თანამედროვე ქალი მოიქცეოდა. "საქართველოს ხელისუფლება ნებისმიერი ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლია, ვუცხადებთ მხარდაჭერას. ხელისუფლება ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ დიდი ნაბიჯებს დგამს და ამ რეფორმებში სოფო კილაძე პირდაპირ იყო ჩართული შესაბამისად, მოიქცა ისე როგორც ნებისმიერი თანამედროვე ქალი მოიქცეოდა - მიმართა სახელმწიფო სტრუქტურებსს და მიიღო ის მხარდაჭერა, რასაც ასეთ დროს კანონმდებლობა განსაზღვრავს",- თქვა არჩილ თალაკავაძემ. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ გუშინ განაცხადა , რომ ყოფილი ქმრის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო, რომლის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)