|
2019-11-05 10:39:37, 2242 ნახვა
რეგიონი
წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას მიმართულებით განახლებული გზით იმგზავრებთ
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას საავტომობილო გზაზე 11 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტი 2 მონაკვეთად იყო დაყოფილი. ერთ მონაკვეთზე სამუშაოები დასრულებულია, ხოლო მეორე მონაკევთზე მცირე სამუშაოებია დარჩენილი, რომელიც უახლოეს დღეებში დარსულდება. წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას გზის კეთილმოწობას, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით. სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძლიერ დაზიანებული იყო, ხოლო არსებული ასფალტ-ბეტონის საფარი ფრაგმენტულად შემორჩენილი, გზის დანარჩენი ნაწილი კი ხრეშოვანი. საავტომობილო გზაზე კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისთვის მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და საგზაო ნიშნები. ასევე ხორციელდება გზის შემოფარგვლა და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 7.3 მილიონი ლარია.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)