11:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-24 16:24:13, 2055 ნახვა

სამართალი
მარიამ კუბლაშვილი: ჩვენი უფლებებიც დარღვეულია და ჩვენც მივმართავთ სახალხო დამცველს

დაზარალებული თამთა თოდაძის ადვოკატის მსგავსად სექსუალური ძალადობის საქმეში სახალხო დამცველის აპარატის ჩართვას, „ქართული ოცნების“ დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილიც ითხოვს. 

როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, მას საგამოძიებო პროცედურებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს და დასძინა, რომ ჯიშკარიანის და მისი უფლებებიც დარღვეულია.

„დაცვის მხარე ვეთანხმებით, რომ ჩაერთოს სახალხო დამცველი პროცესში და გაეცნოს საქმის მასალებს. პირიქით, ეს ჩვენ პოზიციებშიც შედის და მე არ გამოვრიცხავ რომ მივმართო მას. აგრეთვე მაქვს კონკრეტული პრეტენზიები. მე ვგეგმავ სახალხო დამცველთან შეხვედრას და მიმართვას განცხადებით, რომ ანალოგიურად ჩვენი უფლებები და ინტერესებიც არის დარღვეული და გვაქვს კონკრეტული შენიშვნები საგამოძიებო პროცედურებით მიმდინარეობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა „ფორმულასთან" საუბარში. 

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა პროკურატურას 11 ოქტომბერს მიმართა, რათა საგამონაკლისო წესით თბილისის საკრებულოს წევრ ილია ჯიშკარიანის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს გასცნობოდა. თუმცა სახალხო დამცველმა უწყებისგან უარი მიიღო. 

 

მოამზადა ლანა მრავლაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics