16:15 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-24 13:34:10, 1644 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი: საოკუპაციო რეჟიმის განცხადება პროვოკაციულია და დეზინფორმაციას შეიცავს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, განცხადება, რომ თითქოს ქართველი სამართალდამცველები არასტაბილურობის შექმნას ცდილობენ, არის პროვოკაციული და დეზინფორმაციას შეიცავს.

„ცხადია, ეს არის დეზინფორმაცია იმიტომ, რომ არანაირ მოქმედებებს ქართული მხრიდან ადგილი არ აქვს. თავისთავად განცხადება არის პროვოკაციული.“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მანვე დასძინა, რომ ჩორჩანას მიდამოებში, საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშრებით, რამდენიმე ტექნიკური შეხვედრა უკვე შედგა და მომავალშიც იგეგმება.

„საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ჩორჩანას მიდამოებს, იცით რამდენიმე ტექნიკური შეხვედრა გაიმართა და ასეთი ტექნიკური შეხვედრა ჩანიშნული გახლავთ. ცხადია ჩვენი პარტნიორების მონაწილეობით კიდევ ერთხელ ქართული მხარე თავის პოზიციას დააფიქსირებს.“ - განაცხადა მინისტრმა.

 

მოამზადა ლანა მრავლაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics