13:00 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-23 13:44:04, 1754 ნახვა

სამართალი
ზუკა ბერძენიშვილი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

მოძრაობის "ქვეყნის სამსახურში" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზუკა ბერძენიშვილმა დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად ბერძენიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, თვეზე მეტი გავიდა დეპუტატ ემზარ კვიციანის მიერ მასზე ძალადობიდან, თუმცა დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული.

„გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის სახელზე განცხადება შეგვაქვს იმის თაობაზე, რომ უკვე თვეზე მეტი გავიდა ცნობილი ემზარ კვიციანის ინციდენტის შემდეგ. ჩვენ იმავე დღესვე წარვადგინეთ უამრავი მტკიცებულება, მაგრამ გამოძიება არ მოქმედებს სამართლიანად. შესაბამისად, მე დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ მაქვს მონიჭებული, რაც აბსოლუტურად გაუგებარია. კვიციანისგან დავზარალდი და სხვათაშორის პოლიციელებიც დაზარალდნენ მისი ქმედებებისგან. საქმეს აქვს პრეცედენტული და პრინციპული მნიშვნელობა, რადგან დეპუტატის მანდატის და ივანიშვილის კეთილგანწყობის ქვეშ მყოფი და აქ თავშეფარებული ემზარ კვიციანი იქცევა ისე და იძლევა ისეთ მაგალითებს, რომ მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი და შესაბამისად, ჩვენი წინააღმდეგობაც იქნება პრევენციული ხასიათის“, - განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, 8 სექტემბერს პარლამენტის შენობასთან ინციდენტი მოხდა, რა დროსაც სამოქალაქო აქტივისტს, ზუკა ბერძენიშვილს "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი ემზარ კვიციანი ხელით შეეხო. კვიციანს მაშინ პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „სირცხვილიას“ აქცია დახვდა. ინციდენტის შემდეგ ემზარ კვიციანი საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციიდან განარიდეს.  

 

მოამზადა გიორგი ჩაფიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics