13:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-21 12:07:52, 2750 ნახვა

სამართალი
ყაჩაღობაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის ბრალდებული გ.დ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო  პროცესზე  გამოკვლეული  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 26 ივნისს, ქ.თბილისში, ქურდობისთვის ნასამართლევი გ.დ. ავჭალის გზატკეცილზე მდებარე სადღეღამისო აფთიაქში მივიდა და დანის დემონსტრირებით, ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფარმაცევტს აფთიაქის  თანხა - 125 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცავებმა გ.დ. 2019 წლის 1 ივლისს მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ  მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით და არაერთგზის) წარუდგინა  და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics