|
2019-10-17 13:55:16, 1226 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ დაბაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ დაბაში თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარე კეთილმოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოების შესახებ ინფორმაცია შუახევის მერს მშენებელი კომპანიის წარმომადგენელმა მიაწოდა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები დეტალურად გააცნო. პროექტი: - ,,თამარ მეფის ქუჩაზე სკვერის, კიბეების და ღობის კეთილმოწყობა“ ითვალისწინებს , თამარ მეფის ქუჩაზე ბინებთან კიბეების და საყრდენი კედლის რეკონსტრუქციას, ლითონის ღობის მოწყობას და შეღებვას, კიბეების რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში სკვერის სრულად კეთილმოწყობაა დაგეგმილი მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა შადრევანი დეკორატიული სანათებით, დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა, დაიგება ფერადი ფილები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. პარკში განთავსდება და დაიდგმება საპარკე სკამები და ურნები.
,,მალე თამარ მეფის მოსახლეობა განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. ეზო,სადაც 4 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დგას, წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო. ეზოს რელიეფი, ამორტიზებული საყრდენი კედლები და ღობე განსაკუთრებულ საფრთხეს მოზარდებს უქმნიდა. პარალელურად მიმდინარეობს სკვერის მოწყობაც, სადაც ადგილობრივებს შეეძლებათ თავისუფალი დრო გაატარონ ჯანსაღ და მყუდრო გარემოში. მომავალ წელს ვგეგმავთ ეტაპობრივად მსგავი პროექტების განხორციელებას და საბავშვო ატრაქციონების განთავსებას“ - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძე. სამუშაოებს შპს ,,მშენებელი 2019“ ასრულებს. პროექტზე 118 492 ლარამდე დაიხარჯება.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)