09:58 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-16 12:19:17, 535 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ შუახევში სიმულაციური ჩვენება გამართა

შუახევის რაიონის სოფელ კლდისუბანში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს  აჭარის ა/რ საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარმა სამმართველომ იმიტირებული სამაშველო ოპერაცია ჩაატარა. ღონისძიება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან  „ოქსფამი“ პარტნიორობით განხორციელდა.

უწყების ინფორმაციით, პროექტის „თემების მდგრადობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ქედის, შუახევისა და ხულოს  მუნიციპალიტეტში ასოციაცია „შავი ზღვის ეკო აკადემიასა“ და საერთაშორისო ორგანიზაცია „ოქსფამთან“ პარტნიორობით, მოხალისე-მაშველთა ჯგუფების თეორიული და პრაქტიკული სწავლება განხორციელდა. 15 ივლისს  პროექტის შემაჯამებელი იმიტირებული სამაშველო ოპერაციის დემონსტრირება მოხდა.

ნაჩვენები იყო მდინარე აჭარისწყალის მარცხენა სანაპიროზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად, მდინარის კალაპოტში ჩავარდნილი ავტომობილიდან 2 მგზავრის ამოყვანა. ამ სამაშველო ოპერაციაში, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილობრივი მოხალისე-მაშველებიც იყვნენ ჩართულები.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია, დაინტერესებული მხარეებისთვის გამოცდილების გაზიარება  კატასტროფების რისკების შემცირების სფეროში, საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის მზადყოფნისა და ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირების  უნარ-ჩვევების გამოვლენა.

ღონისძიებას, კატასტროფების რისკების შემცირების სფეროში ჩართული, სომხეთიდან ჩამოსული წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ ვორკშოპი გაიმართა
არ გამოგრჩეთ „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ახალი ეპიზოდი 16 ივნისს YouTube-ზე - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
განათლების სამინისტროს ცნობით, სასულიერო პირები საჯარო სკოლებში კლუბებს ხსნიან
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics