|
2015-07-16 12:27:11, 854 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და ბულგარეთის პორტებს შორის საბორნე მიმოსვლის სიხშირე იზრდება
საქართველოსა და ბულგარეთის პორტებს შორის საბორნე მიმოსვლის სიხშირე იზრდება, მსხვილი ბულგარული ჰოლდინგი BACB კი დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კომპანიის წარმომადგენლების შეხვედრაზე აღინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბურგასის, ფოთისა და ბათუმის პორტებს შორის გაზრდილი სიხშირით იმოძრავებს ბორანი, რომელსაც სატვირთო ავტომობილების გადაყვანა შეუძლია. ეს საქართველოსა და ბულგარეთს შორის ტვირთბრუნვის გაზრდას შეუწყობს ხელს. ქართველ გადამზიდავებს ასევე საშუალება მიეცემათ, ისარგებლონ BACB-ის მსხვილი ლოგისტიკური ცენტრებით, რომელთაგან ერთ-ერთი ბალკანეთში მდებარეობს. „ჰოლდინგი ასევე მოიცავს ტურისტულ კომპანიას, რომელიც ბულგარეთში რამდენიმე კურორტს ფლობს. საუბარი იყო პარტნიორობაზე ჩვენს სამთო-სათხილამურო კურორტებსა და ბულგარეთის კურორტებს შორის, რათა გაიყიდოს ერთიანი პაკეტები. ვფიქრობთ, ყველა ეს გეგმა უახლოეს მომავალში განხორციელებადია“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ბულგარეთს შორის პირდაპირ საავიაციო მიმოსვლასაც შეეხო.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)