|
2019-10-08 17:13:42, 2331 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, კარლ ჰარცელს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოში ავსტრიის, შვედეთის, საფრანგეთის, საბერძნეთის, ჩეხეთის და სლოვაკეთის რესპუბლიკების ელჩები და ესპანეთის პოლიციის ატაშე. ვახტანგ გომელაური დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ესაუბრა და ამ მიმართულებით არსებული აქტუალური გამოწვევები მიმოიხილა. შინაგან საქმეთა მინისტრმა სამართალდაცვით სფეროში სამინისტროს წარმატებულ საერთაშორისო თანამშრომლობასა და დანაშაულთან ბრძოლის კუთხით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მხარეებმა უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)