|
2019-10-08 13:19:42, 1502 ნახვა
პოლიტიკა
დუმის სპიკერი: საქართველოს პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს და მისი სიტყვები უკან წაიღოს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ანტირუსულ განცხადებებთან დაკავშირებით საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადოს, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა. ინფორმაციას Interfax.ru ავრცელებს. როგორც ვოლოდინმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან მიმართებაში საკუთარი პოზიცია უნდა დაფიქსიროს. "ამ სიტუაციაში გზავნილი შესაძლოა იყოს მხოლოდ ერთი. საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც საჯაროდ ისაუბრა რუსეთზე, როგორც აგრესორ ქვეყანაზე, ბოდიში უნდა მოიხადოს და უკან წაიღოს თავისი სიტყვები. მან ასევე უნდა განმარტოს თავისი პოზიცია. როგორც შეიძლება ურთიერთობების განვითარება, თუ საქართველოს ხელისუფლება ასე იქცევა?!“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა. მისივე განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ "საქართველო-რუსეთის ურთიერთობები უკეთესობისკენ ვითარდებოდა, ვიღაცას დასჭირდა, რომ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე ეს ურთიერთობები აერია". "იმის მაგივრად, რომ ივნისის მოვლენების დროს, სალომე ზურაბიშვილი გამოსულიყო და გაეკრიტიკებინა მსგავსი ქმედებები, მან რუსეთს აგრესორი ქვეყანა უწოდა. ახლა კი, ჩმად არის", - დასძინა ვოლოდინმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)