|
2019-10-08 10:37:32, 937 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დელეგაციასთან ერთად, 8-10 ოქტომბერს მონტენეგროს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მონტენეგროს პარლამენტის პრეზიდენტს ივან ბრაიოვიჩს შეხვდება. შეხვედრები გაიმართება ორმხრივ და გაფართოებულ ფორმატებში. შეხვედრების შემდეგ პრესისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება. არჩილ თალაკვაძე შეხვედრას გამართავს მონტენეგროს პრეზიდენტთან მილო ჯიუკანოვიჩთან და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა მონტენეგრო-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან, ბრანიმირ გვოზდენოვიჩთან და კოტორის მერთან, ზალკო აფრკოვიჩთან. პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნას დაესწრება, სადაც საპარლამენტო დელეგაციას ბარის მერი, დუსან რეიკევიჩი და საქართველოს საპატიო კონსული რადე ვუაჩიჩი, საპატიო კონსულის მიერ ორგანიზებულ ქართული სამზარეულოსა და მუსიკის საღამოზე უმასპინძლებენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პოდგორიცაში, მებრძოლი პარტიზანების მემორიალს მოინახულებს და გვირგვინით შეამკობს. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: თენგიზ ხუბულური, ედიშერ თოლორაია, მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ბექა ნაცვლიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)