|
2015-07-15 18:00:37, 785 ნახვა
ეკონომიკა
ხუთ მსხვილ ნავთობკომპანიას 55 მილიონამდე ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრება
ქართულ ბაზარზე არსებულ ხუთ მსხვილ ნავთობკომპანიას კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევის გამო სანქციები დაეკისრება. კონკურენციის სააგენტომ 2014 წლის 12 ნოემბერს დაწყებული საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) სასაქონლო ბაზრის მოკვლევა დაასრულა. სააგენტოს ინფორმაციით, „ვისოლს“, „სოკარს“, „რომპეტროლს“, „გალფს“ და „ლუკოილს“ ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო ჯამში 55 მილიონამდე ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრებათ. ვისოლი - 10,426 393 ლარი, ლუკოილი (4, 740 260), სოკარი (14 381 385), რომპეტროლი (10 885 806) და გალფი (11 267 384). ამასთან, ჯარიმები დაეკისრა შემდეგ კომპანიებს: შპს „L იოლი“, შპს „ითი აი“ შპს „ბინული 1“. მოკვლევის შედეგებთან დაკავშირებით ანგარიში ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვით, ანოტაციის სახით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში (10 დღე) გამოქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)