|
2019-10-07 12:42:44, 1173 ნახვა
კომენტარი
ბესელია ზარდიაშვილზე: ის მოსიარულე ნაღმია, რომელზეც „ოცნება“ პერიოდულად ფეთქდება
"გაუშვებენ, არ გაუშვებენ, წავა, არ წავა, დაატოვებინებენ მანდატს თუ არა, ამის მიუხედავად ეს ადამიანი არის მოსიარულე ნაღმი, რომელზეც პერიოდულად ფეთქდება "ქართული ოცნება", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია "ქართული ოცნების" დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის მანდატის შესაძლო დატოვების საკითხს. ბესელიას თქმით, ვანო ზარდიაშვილმა შეურაცხყოფა არა მას, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილს მიაყენა. "გაუშვებენ, არ გაუშვებენ, წავა, არ წავა, დაატოვებინებენ მანდატს თუ არა, ამის მიუხედავად ეს ადამიანი არის მოსიარულე ნაღმი, რომელზეც პერიოდულად ფეთქდება "ქართული ოცნება". ამიტომ ეს არის ის ტვირთი და სიმძიმე "ქართული ოცნებისთვის", რომლის გამოც მათ თავად უნდა გადაწყვიტონ ასოცირება ამ ადამიანთან მათ უნდათ თუ არ უნდათ. ბიძინა ივანიშვილს უნდა რომ ასეთი ადამიანი ლაპარაკობდეს მისი სახელით, რომელიც აბსოლუტურად დისკრედიტირებულია თუ არ უნდა. ამიტომ, ეს უკვე დროის ამბავია. მე კი არ მომაყენა პირადად შეურაცხყოფა იმ საშინელი სიტყვებით, რასაც ის საჯაროდ ამბობდა, მან შეურაცხყოფა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს მიაყენა, რომელსაც უთხრა, რომ ასეთი ადამიანი გედგა 7 წელი გვერდით და მას ენდობოდი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)