20:44 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-03 16:58:40, 5175 ნახვა

სამართალი
შსს-ს მაშველებმა ზვავში მოყოლილი მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველებმა ზოტის მთაზე ზვავში დაკარგული მოქალაქეების სამძებრო სამუშაოები დაასრულეს.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში 2 იანვარს შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზოტში ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაიკარგა მოქალაქე.

არსებული ინფორმაციით, ოთხკაციანი ჯგუფი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერცევიდან სოფელ კიკიბოს მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც ზოტის მთაზე შედრეკილის დასახლებასთან ზვავში მოჰყვა. სამმა მოახერხა ზვავიდან გამოსვლა, ხოლო ჯგუფის მეოთხე წევრი დაიკარგა. ზვავში მოყოლილი მოქალაქეები დახმარებას ითხოვდნენ.

"შეთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდა შსს-ს სამაშველო ჯგუფი. ადგილზე მობილიზებული არიან აჭარისა და გურიის სამაშველო ჯგუფები, ხოლო თბილისიდან გაიგზავნა სამაშველო ჯგუფი თოვლში საძიებო სპეციალური აღჭურვილობით.

3 იანვარს საძიებო-სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა სამი მოქალაქე ზვავიდან გამოიყვანეს, ხოლო მეოთხე მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics