|
2019-10-05 10:02:16, 1005 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა ანსამბლ „რუსთავს“ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით მადლობის სიგელი გადასცა
თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილესთან სოფიო ხუნწარიასთან ერთად თბილისის საკრებულოში, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,რუსთავის’’ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ მიღებას დაესწრო. დედაქალაქის მერმა ანსამბლს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მადლობის სიგელი გადასცა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ მადლობის სიგელები - ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელს ანზორ ერქომაიშვილს და მთავარ ქორეოგრაფს ფრიდონ სულაბერიძეს. „მინდა ანსამბლ „რუსთავს“ 50 წლის იუბილე მივულოცო. სიტყვები არ მყოფნის, გადმოვცე ის ემოცია, რაც ახლა ვნახეთ და მოვისმინეთ. ეს არის ანსამბლი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გააქვს ჩვენი მრავალფეროვანი კულტურა; თითოეული ქართველისთვის საამაყო ჩვენი ხალხური საიმღერა და ცეკვა. 50 წელი არც ძალიან ცოტაა და არც ძალიან ბევრი. მინდა ვუსურვო მათ კიდევ დიდი წარმატებები, რათა თაობებს გადასცენ ის ქართული სულისკვეთება, რაც ჩვენს ცეკვასა და სიმღერაშია“, - განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. ღონისძიებაზე ანსამბლის წევრებმა რამდენიმე საცეკვაო და მუსიკალური ნომერი შეასრულეს. ამასთან, ,,რუსთავმა" საკრებულოს საჩუქრად საიუბილეო ანთოლოგია გადასცა, რომელშიც 400 ქართული ხალხური სიმღერაა შესული. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი უძღვებოდა. მიღებას საკრებულოს წევრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)