15:37 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-24 10:31:48, 1164 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: ერთი ჭიკაიძის გაშვება ვერაფერს შეცვლის

„თანამდებობიდან ერთი ჭიკაიძის გაშვება ვერაფერს შეცვლის, მოვა სხვა, რომელიც აბსოლუტურად იქნება შეზღუდული თავის უფლებამოსილებებში“,-ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრტების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ „პირველ სტუდიასთან“ საუბრისას განაცხადა.

ალასანიას თქმით, ადამიანი, რომელსაც კონკრეტულ  უწყებაში  მუშაობის  გამოცდილება არ აქვს, ვერ გაამართლებს.

„ადამიანი, რომლის ბიოგრაფია დაიწყო  ორი წლის წინ, ან იმის გამო რომ ვიღაცის ნათესავია, ის ადამიანი იმ კონკრეტულ  სფეროში ვერ გაამართლებს. ვერც ავტორიტეტს მოიხვეჭს. ეს ხდებოდა სწორედ იმ კადრებით, რომელიც ღარიბაშვილის გაპრემიერების შემდეგ მოვიდა სამართალდაცვით სტრუქტურებში ძირითადად.  ეს ბუნებრივი პროცესია.  მათ მოუწევდათ თანამდებობიდან წასვლა იმიტომ, რომ  ვერ გაართმევდნენ თავს. მთავარია, რომ  შეირჩეს სწორი სისტემა კომპეტენტური ადამიანების დანიშვნის და ეს იყოს ღია სისტემა, ჩატარდეს კონკურსები. ამ კუთხით თვითონ შინაარსი, ფილოსოფიაა შესაცვლელი. არამხოლოდ  ერთი ჭიკაიძის გაშვება თანამდებობიდან ვერაფერს შეცვლის, მოვა სხვა, რომელიც აბოსლუტურად იქნება შეზღუდული თავის უფლებამოსილებებში“,-განაცხადა ალასანიამ.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, ჭიკაიძეს თანამდებობა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დაატოვებინა.

„ჭიკაიძეს უნდა დაეტოვებინა თანამდებობა და დარწმუნებული ვარ, რომ დაატოვებინეს ეს თანამდებობა. ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილმა ისე, რომ არც კი დაელოდა ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას და მის დაბრუნებას ქვეყანაში, ეს სწორი გადაწყვეტილებაა უნდა ავღნიშნოთ, მაგრამ  ეს არ არის საკმარისი“,-დასძინა ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობა დატოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics