|
2015-07-15 15:27:54, 727 ნახვა
ეკონომიკა
ივნისში ფულადი გზავნილების მოცულობა 20.8 %-ით შემცირდა
2015 წლის ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფულადი გზავნილების მოცულობა 20.8 %-ით შემცირდა. ეროვნულმა ბანკმა 2015 წლის ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 100.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 227.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 20.8 პროცენტით (26.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2014 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.4 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი მოდიოდა. საქართველოში 2015 წლის ივნისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა რუსეთი (41.6 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთი (13.8 მლნ აშშ დოლარი), იტალია (8.7 მლნ აშშ დოლარი), აშშ (8.6 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (6.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, 2015 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.3 მლნ აშშ დოლარი (32.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.1 მლნ აშშ დოლარისა (25.0 მლნ ლარისა) გასული წლის ივნისში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)