19:49 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-04 10:27:17, 914 ნახვა

საზოგადოება
მუხიანში სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

გლდანის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ამჯერად, კაპიტალური რეაბილიტაცია მუხიანის მეორე მიკრორაიონის N4 კორპუსთან მდებარე მოედანს ჩაუტარდა.

სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა ლითონის მავთულ-ბადეები, მოეწყო ბეტონის საფუძველი, განახლდა ბალახის ხელოვნური საფარი და ყველა სხვა საჭირო ინვენტარი განთავსდა.

აღნიშნული მოედნის რეაბილიტაციისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 43 820 ლარი დაიხარჯა.

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ, ქეთევან ჯოხაძესთან ერთად გაეცნო.

სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „პე ბე“ განახორციელა.

გლდანის რაიონში, საერთო ჯამში, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია წელს 22 მისამართზე განხორციელდა

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics