|
2019-10-03 22:25:26, 10672 ნახვა
სხვადასხვა
ინგა გრიგოლიამ პირდაპირ ეთერში ცომი მოზილა
გადაცემა რეაქციის წამყვანი ინგა გრიგოლიამ პირდაპირ ეთერში ცომი მოზილა. - ასე გააპროტესტა ჟურნალისტმა მოძრაობა ლელოს დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის სექსისტური განცხადება. "მინდა მარტივად გიჩვენოთ, ბატონებო, როგორც ვმუშაობთ და როგორც ვცხოვრობთ, ჩვენ, ქალები", - თქვა ჟურნალისტმა და სტუდიაში ცომის მოზელა დაიწყო. "მინდა გაჩვენოთ, როგორი მარტივია, როდესაც ქალი ჯერ ცომს მოზელს, შემდეგ ხაჭაპურს გამოაცხობს ან რაიმე სხვას, ამის შემდეგ მოვა სამსახურში და იმ პოლიტიკოსების საქმიანობის გაშუქებას დაიწყებს, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ მთელი დღის განმავლობაში. აი ასე, ძალიან მარტივია. ჩემი დილა იწყება ხოლმე ასე - ვიღვიძებ, ვიწყებ სახლის საქმეების კეთებას, თუ საჭიროა, ცომის ამოზელვაზეც არ ვამბობ უარს. როცა სამზარეულოს საქმეებს მოვრჩები, ვალაგებ სახლს, ვემზადები და მხოლოდ ამის შემდეგ მოვდივარ სამსახურში, ბატონებო, რომლებსაც გგონიათ, რომ ქალი მხოლოდ "კუხნაში" უნდა იყოს. როცა ცომს ვზელ, ამ დროს ვფიქრობ ხოლმე ჩემი გადაცემის თემებზე და იმაზე, თუ რა კითხვა უნდა დავუსვა გადაცემის რესპონდენტებს. სამსახურში მოვდივარ, სტუდიაში შევდივარ. მშვიდად ვარ იმით, რომ სახლში ყველფაერი წესრიგში მაქვს და ვამბობ - საღამო მშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია რეაქცია, რომელსაც ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს, წარმოგიდგენთ მე, ინგა გრიგოლია. აი, ასეთები ვართ ქალები საქართველოდან", - თქვა ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში.
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)