19:49 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-02 18:14:59, 1376 ნახვა

საზოგადოება
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში საშემოდგომო მიღება დაიწყო

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში საშემოდგომო მიღება დაიწყო. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტების რეგისტრაცია 2-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. კოლეჯის ადმინისტრაცია მსურველებს ევროპული ხარისხის პროფესიულ განათლებას სწავლების დუალური (სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება) მეთოდითა და დასაქმების გარანტიით სთავაზობს. კოლეჯში ჩარიცხულ სტუდენტებს, პროფესიონალი პედაგოგების მონაწილეობით, საშუალება ეძლევათ განათლება განახლებულ და თანამედროვედ აღჭურვილ სასწავლო გარემოში მიიღონ.

 სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი სწავლის მსურველებს სთავაზობს შემდეგ დუალურ პროგრამებზე ჩარიცხვას:

რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა

რკინიგზის ლიანდაგის მონიტორინგი

რკინიგზის ელექტრო მომარაგების მეურნეობა  

სავაგონო მეურნეობა

სარკინიგზო გადაზიდვები

რკინიგზის ელექტრო მოძრავი შემადგენლობა

დუალურ პროგრამებზე რეგისტრაციის მსურველები სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში პირადობის დამადასტურებელი მოწმობით უნდა მივიდნენ.

ასევე, კოლეჯი აპლიკანტთა მიღებას ახორციელებს შემდეგ მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა

მეჩარხე

მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე   რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საიტზე: vet.emis.ge

კოლეჯის მისამართია:  ქ. თბილისი, თემქის მე-11 მიკრო რაიონი მე-3 კვარტალი (თბილისის ზღვის ასასვლელთან).

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics