|
2019-10-02 13:00:24, 1577 ნახვა
პოლიტიკა
პესკოვი: არანაირ ოკუპაციას ადგილი არ აქვს - აქ ჩვენი აზრები იყოფა
კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის შეფასებით, რუსეთს საქართველოს ოკუპაცია არ მოუხდენია. ამასთან, პესკოვი ნიუ-იორკში, საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოფიციალურ თბილისში შეხვედრას "ისტერიკა" მოჰყვა. როგორც მან აღნიშნა, კონსტრუქციული დიალოგის პროცესი ქვეყნებს შორის, სწორედ ამგვარი შეხვედრებიდან იწყება. "არანაირ ოკუპაციას ადგილი არ აქვს, აქ ჩვენი აზრები იყოფა, მაგრამ რაც შეეხება ოფიციალურ ხელისუფლებებს, აქ ჩვენ ისევ პრობლემები გვაქვს. ასეთი პირველი შეხვედრები, რომელსაც ნიუ-იორკში ჰქონდა ადგილი, ალბათ კონსტრუქციული დიალოგის ნებისმიერი პროცესი, თუნდაც ამ პროცესების ჩასახვა იწყება სწორედ ასეთი შეხვედრები. ალბათ თქვენც ისმენდით ისტერიკას, რომელიც ამ შეხვედრას მოჰყვა თბილისიდან. ალბათ არც თუ ადეკვატური რეაქცია. ამიტომ, მოდით, ნუ ვილაპარაკებთ ამ შეხვედრაზე, ის ძალიან მტკივნეულად არის მიღებული თბილისში, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით" - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა "რუსთავი 2"-თან საუბარში.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)