16:17 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-02 00:39:18, 4399 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ს პრეზიდენტი რომელმაც სიცოცხლის ხანგრძლივობით რეკორდი მოხსნა - ჯიმი კარტერი 95 წლისაა

აშშ-ს 39-ე პრეზიდენტი ჯიმი კარტერი დღეს 95 წლის გახდა. კარტერი, არის რეკორდსმენი სიცოცხლის ხანგრძლივობით  აშშ-ს პრეზიდენტებს შორის და ასევე რეკორდსმენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობით აშშ-ს პოლიტიკურ ისტორიაში.

4 წლის წინ ჯიმი კარტერს კიბო აღმოუჩინეს, თუმცა ინტენსიური თერაპიის შემდეგ აშშ-ს 39-ე პრეზიდენტმა ის დაამარცხა. 

შემდგომი სამშვიდობო მოღვაწეობისთვის კარტერს მიღებული აქვს ნობელის პრემია 2002 წელს.

კიმი კარტერი არის აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი (1977-1981) დემოკრატიული პარტიიდან. როგორც პრეზიდენტმა კარტერმა ენერგეტიკის და განათლების დეპარტამენტები შექმნა. მან ენერგეტიკული პოლიტიკა შეიმუშავა, რომელიც კონსერვაციას, ფასების კონტროლს და ახალ ტექნოლოგიებს გულისხმობდა.

1980 წელს აშშ-მ ბოიკოტი გამოუცხადა მოსკოვში ჩატარებულ ოლიმპიურ თამაშებს და დაჩქარებული წესით განაგრძო საკუთარი ბირთვული პოტენციალის ზრდა.

კარტერის მმართველობის პერიოდში მოხდა ისლამური რევოლუცია ირანში; აიათოლა ჰომეინიმ აშშ "დიდ სატანად" გამოაცხადა, და 1980 წელს მძევლად აიყვანეს ამერიკის საელჩოს თანამშრომლები თეირანში. მოლაპარაკებები და ძალისმიერი მეთოდებით მძევლების განთავისუფლების მცდელობები უშედეგოდ დასრულდა. 1980 წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნები, სადაც კარტერი მეორე ვადით იყრიდა კენჭს, რესპუბლიკელი რონალდ რეიგანის გამარჯვებით დასრულდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics