|
2019-10-01 16:06:57, 1720 ნახვა
კომენტარი
ბესელია - პატიება მინდა ვითხოვო იმ ადამიანების სახელით, ვინც მოსახლეობას სამართლიანობის აღდგენას ჰპირდებოდა
"7 წლის თავზე, იმ ადამიანებს ვინც ეს პირველი ოქტომბერი მოიტანა და ვის მხრებზეც გადაიარა ყველაფერმა, იმ ადამიანებს ყველაზე მეტი შეურაცხყოფა მევაყენეთ", - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ბესელიას თქმით, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ უღალატიათ მთავარი იდეისთვის და 2020 წლის არჩევნებზე საზოგადოება თავის არჩევანს გააკეთებს. "დღეს, 7 წელი შესრულდა რაც "ქართული ოცნება" მოვიდა მთავარი დაპირებით, მთავარი იდეით, სამართლიანობის იდეით და სამწუხაროდ, ამ 7 წლის თავზე, იმ ადამიანებს ვინც ეს პირველი ოქტომბერი მოიტანა და ვის მხრებზეც გადაიარა ამ ყველაფერმა, იმ ადამიანებს ყველაზე მეტი შეურაცხყოფა მევაყენეთ და ყველაზე მეტად ვატკინეთ გული. იმ ადამიანებისთვის მინდა განსაკუთრებით, ვინც არ იმსახურებდა შვიდი წლის თავზე იმის თქმას, რომ ვინც მას ჩაგრავდა და უსამართლოდ ექცეოდა, რომ გაკეთილშობილდნენ, გასხივოსდნენ და უვადოდ უნდა აღზევდნენ, მათ მინდა პირადად იმ ადამიანების სახელით, ვინც მათ სამართლიანობის აღდგენას პირდებოდა, პატიება ვთხოვო და ვუთხრა, რომ ეს არის იდეა, რომელიც ჩვენ არ დაგვიწყებია და რომლისთვისაც ჩვენ არ გვიღალატია. ვინც ზურგი აქცია და არჩია დროსა და გარემოების კომფორტის, თუ სხვა რაღაცის გამო ეღალატა მთავარი იდეისთვის, ამაზე ალბათ საზოგადოება გააკეთებს არჩევანს მომავალ წელს", - განაცხადა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)