18:48 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-30 16:44:20, 1292 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში კულა გლდანელისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გლდანის რაიონში ცნობილი მოჭიდავის, ივანე ყირიმელის, იგივე კულა გლდანელისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა, მეექვსე მიკრორაიონის პარკში მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საბავშვო აქტივობები ჩატარდა. ასევე წიგნების, ხელნაკეთი ნივთების და ნაუშევრების გამოფენა ჩატარდა.

ღონისძიებაზე მოსულ ბავშვებს მრავალფეროვანი სახალისო თამაშები, ანიმატორები, ოჩო ფეხები, ბატუტი , ფოტო ჯიხური,  სახის მოხატვა, ქიმიური შოუ, და  თოჯინების თეატრის წარმოდგენა დახვდათ.

რაც შეეხება სპორტულ აქტივობებს კულა გლდანელის სახელობის ტურნირი 5 წონით კატეგორიაში ჩატარდა.  გამარჯვებულებს თასები, მედლები და  სავაჭრო ცენტრის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.

ამასთან, პროფესიონალი და  მოყვარული სპორტსმენებს შესაძლებლობა ქონდათ  სპორტის სხვადასხვა  სახეობებში : ფეხბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, მკლავჭიდი, ნარდი ჩართულიყვნენ.

დღის ბოლოს ქართველი მომღერლებისა და ბენდის შესრულებით კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე მაჟრიტარ დეპუტატებთან და კულა გლდანელის (ივანე ყირიმელის) შთამომავლებთან ერთად დაესწრო.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics