|
2019-09-30 16:34:23, 1690 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრი კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს – ტოივო კლაარს შეხვდა. ვახტანგ გომელაურმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის მნიშვნელობას, როგორც საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს. მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობის მნიშვნელობაზე, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით. ვახტანგ გომელაურმა ტოივო კლაარს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
(NS)
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)