17:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-28 11:11:02, 3210 ნახვა

სამართალი
შსს - მამაკაცი, რომელმაც ზუგდიდში საკუთარი ძმა მოკლა, დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 1985 წელს დაბადებული მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით, მისი ძმა დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე გატარებული, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი: 1983 წელს დაბადებული გ.წ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1985 წელს დაბადებულ ძმას, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ცივი იარაღით სხეულის დაზიანებები მიაყენა, მიღებული ჭრილობებით დაშავებული გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics