|
2019-09-27 10:18:33, 1844 ნახვა
საზოგადოება
ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების შეფასებით, ქართული ღვინო უნიკალურია
საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების 11-კაციანი ჯგუფი ეწვია, რომლის შემადგენლობაში სომელიეები, ღვინის იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები არიან. ვიზიტი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Swirl Wine Group-ის ორგანიზებით განხორციელდა. ტურის ფარგლებში სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ და ადგილზე დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები. ამასთან ერთად, თბილისში ჩატარდა დეგუსტაცია, სადაც ღვინის მწარმოებელ 27 კომპანიას შესაძლებლობა მიეცა საკუთარი პროდუქცია ღვინის პროფესიონალებისთვის წარედგინა. ღვინის ეროვნული სააგეტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ბრიტანელ პროფესიონალებს კახეთში, ერთ-ერთ ღვინის საწარმოში შეხვდა. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და მსგავსი აქტივობები ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციისკენაა მიმართული. „დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. წელიწადის ამ საუკეთესო დროს, რთველის პერიოდში, მათი საქართველოში ვიზიტის მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ქართული ღვინის კულტურას და უნიკალურ ქართულ ღვინოებს, რომელზეც მოთხოვნა სხვა საერთაშორისო ბაზრებთან ერთად, დიდ ბრიტანეთშიც მზარდია“ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ. ბრიტანელი პროფესიონალების შეფასებით, საქართველო გამოირჩევა მეღვინეობის მდიდარი ისტორიით, ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებით, ღვინის დაყენების ტრადიციებითა და უნიკალური ღვინოებით.
(NS)
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)