|
2019-09-26 16:03:01, 6059 ნახვა
კომენტარი
ბესელია: ივანიშვილს ვაფრთხილებ, თუ ამ მეთოდებით გააგრძელებს ხელის გადაგრეხვის პრინციპს, უბრალოდ დაელოდოს ჩემს პასუხებს
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ მმართველი გუნდი არ შეწყვეტს "ხელების გადაგრეხვით მათთან საუბარს", "ქართული ოცნება" შესაბამის პასუხს მიიღებს. "მისი პასუხისმგებლობაა, რომ დღეს „ქართული ოცნება" ლაპარაკობს ადეიშვილის ღამის მორიგეების თუ მისი ხელის ბიჭების სახით. თუ ივანიშვილს ჰგონია, რომ ეს მოსამართლეები ასე გავლენ, ან თუ „ქართულ ოცნებაში" ვინმეს ჰგონია, რომ გაბედავენ და ამ მოსამართლეებს თავზე მოგვახვევენ, ძალიან ცდებიან. ყველა მეთოდს, ყველა ფორმას გამოვიყენებთ, რაც კი კანონით დასაშვებია იმისთვის, რომ ამ პროცესს წინ აღვუდგეთ. ეს იქნება ფიზიკური, მორალური, სამართლებრივი წინააღმდეგობა. ეს არის გაფრთხილება. პირადად ივანიშვილს ვაფრთხილებ, თუ ის ამ მეთოდებით გააგრძელებს, ამ ხელის გადაგრეხვის პრინციპს და ჩვენთან ლაპარაკს, უბრალოდ დაელოდოს ჩემს პასუხებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)