16:35 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-26 12:49:46, 1675 ნახვა

საზოგადოება
გლდანში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობა სრულდება

გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება. მარჯანიშვილის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობა გრუნტის გზით სარგებლობდა, ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოეწყო სანიაღვრე ქსელი. პროექტის ფარგლებში, უკვე მოეწყო ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკი. დაახლოებით, 5 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.

აღნიშნულ დასახლებაში ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მოსახლეობა განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „L & L“ ასრულებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 427 195 ლარია გათვალისწინებული.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics