|
2019-09-26 12:43:29, 1238 ნახვა
პოლიტიკა
მაჭავარიანი - მაქსიმალურ ტემპერატურას წევენ, ომის ზღვარს რომ მიუახლოვდება, ყველა გარბის, კაციშვილს ვერ იპოვი
ყველა ეჯიბრება ერთმანეთს, მაქსიმალურად ტემპერატურა აწიონ, ომის ზღვარს რომ მიუახლოვდება, დღენახევარში ვინ სად გარბის, კაციშვილი ვერ იპოვის, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც ოპონენტები გამოეხმაურა, რომლითაც მათ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გაერო-ში გამოსვლა გააკრიტიკეს. მისი შეფასებით, „ოპონენტების მთავარი პრობლემაა, რომ ნებისმიერი რიტორიკა, რომელიც დაპირისპირების ისეთ დონეს არ გულისხმობს, რომელიც პრაქტიკულად ომის ზღვარზე გადის, ყველაფერი ითვლება პრორუსულობად“. „ომის წკიპზე რომ ხარ და აქედან თუ ოდნავ დაშორდი ეს იგი პრორუსული ხარ. ეს არის ძალიან მახინჯი და მანკიერი მიდგომა, რომელიც ვიცი, ოპონენტებს ახასიათებს და მგონია, რომ ეს არ გადავა ჩვენს მოსახლეობაზე, ყოველ შემთხვევაში ძირითად ნაწილზე. ყველა ეჯიბრება ერთმანეთს, რომ მაქსიმალურად ტემპერატურა აწიონ, ოღონდ ომის ზღვარს რომ მიუახლოვდება, იცით, რომ დღენახევარში ვინ სად გარბის კაციშვილი ვერ იპოვის“, - განმარტა მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)