|
2019-09-26 11:55:02, 1441 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი განმარტავს, რა პირობებში უნდა იყოს შესაძლებელი მძიმე დანაშაულზე მსჯავრდებული პირების შეწყალება
„მე არ მგონია, რომ კანონით უნდა აიკრძალოს რომელიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენის შეწყალება საერთოდ“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. წულუკიანმა განმარტა, თუ როდის და რა პირობებში უნდა იყოს შესაძლებელი მძიმე დანაშაულზე მსჯავრდებული პირების შეწყალება. „მე ვფიქრობ, რომ კონკრეტული შეწყალებების გადაწყვეტილებებზე რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემგან ბევრი და სრულყოფილი კომენტარები გაკეთდა, ამიტომ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს აღარ შევეხები. რაც შეეხება მომავალს, მე არ მგონია, რომ კანონით უნდა აიკრძალოს რომელიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენის შეწყალება საერთოდ. უბრალოდ უნდა დადგინდეს მკაფიო კრიტერიუმები, როდის და რა პირობებში შეიძლება გახდეს შესაძლებელი ამა თუ იმ დანაშაულის ჩამდენი პირის შეწყალება. განვმარტავ, როდის ნიშნავს იმას, რომ გამორიცხული უნდა იყოს მკვლელის შეწყალება, თუ მას მისჯილი აქვს მაგალითისთვის 9 წელი, 2 წლის თავზე შეწყალება. თუ მკვლელს მისჯილი აქვს უვადო პატიმრობა ჩვენ ალბათ არ უნდა დავუშავათ ის, რომ ეს ადამიანი 20-25 წლის შემდეგ მისი ასაკიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან, მონანიების ხარისხდიდან გამომდინარე, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხარისხიდან გამომდინარე არ სარგებლობდეს შეწყალების უფლებით. ამიტომაც ჩვენ კრიტერიუმები უნდა დავხვეწოთ და არა აკრძალვების გზით ვიაროთ. ასევე დავხვეწოთ პროცესი, თუ ვინ უნდა შეაფასოს კონკრეტული პატიმარი. ამას ვერ შეაფასებს ვერც პრეზიდენტი, ვერც მინისტრი და ვერც მხატვარი. ეს უნდა შეაფასოს რეაბილიტაციის რესოციალიზაციის სპეციალისტმა, მედიატორმა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებული იყოს თანახმა და ბევრი სხვა პროცესები, რაც დღეს შეწყალების პროცესში არ ხდება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)