|
2019-09-25 17:29:40, 1794 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური საავადმყოფოშია გადაყვანილი
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გლდანის ნომერ მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში 20-21 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულები მოინახულა. როგორც მან განაცხადა, ერთ-ერთი დაკავებული ლევან ჯიქური სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. მისივე თქმით, დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა და პირობები დამაკმაყოფილებელია. „ეს არის ძალიან დიდი უსამართლობის განცდა, მათ შორის ის სასამართლოები, რომელიც ტარდება, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად ტოვებენ მათ წინასწარ პატიმრობაში. არანაირი ამის საფუძველი არ არის, ამ ადამიანებს თავიანთი საქმე, რაც გარეთ აქვთ უფუჭდებათ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. გარდა ამისა, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლსაც შეხვდა. „ასევე შევხვდი ობა კოშაძეს, რომელიც ასევე პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული, პირდაპირ დეტალებში ამიღწერა როგორ ჩაუდეს იარაღი. ეს ყველაფერი კი ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა, რადგან კიდევ გრძელდება მოქალაქეების უსამართლოდ დაკავება“, - განაცხადა ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)