13:33 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-24 11:56:03, 1503 ნახვა

პოლიტიკა
ლევან კობერიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას ითხოვს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე მოსამართლეობის ყველა კანდიდატის ჩაგდებას და იუსტიციის საბჭოს ჩაგდებას ითხოვს.

კობერიძე კოლეგებს მოუწოდებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირონ.

„ჩემს ყველა კოლეგა დეპუტატს მოვუწოდებ, ჩააგდოს მოსამართლეობის ყველა კანდიდატი თამარ ალანიას ჩათვლით. დაიწყოს რეალური რეფორმა სასამართლო სისტემაში და არა ეს ფასადური შაპიტოს ცირკი – პირველი ნაბიჯით კონსტიტუციაში ცვლილებების გზით უნდა დაიშალოს იუსტიციის საბჭო“, - წერს ლევან კობერიძე facebook-ზე.

ამასთან, ლევან კობერიძე ე.წ. მუხროვანის ამბოხის საქმისა და დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, თამარ ალანიას მიმართავს: „ქალბატონო თამარ, არ მჯერა, რომ თქვენ „ცუდი“ იყავით და ახლა „კარგი“ გახდებით“.

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics