12:13 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-21 13:09:26, 2372 ნახვა

პოლიტიკა
კახიძე: „ევროპული საქართველოს“ მიზანია საზოგადოებამ შეაფასოს, „ოცნება“ როგორ მოსამართლეებს ირჩევს

მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ბევრ რამეს წარმოაჩენს, ილუზია არ გვაქვს, რომ იუსტიციის საბჭომ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ მიზანია საზოგადოებამ შეაფასოს, „ოცნება“ როგორ მოსამართლეებს ირჩევს.

„ის რომ სასამართლო ხელისუფლება არის მძიმე კრიზისში, მას მართავს პირთა გარკვეული ჯგუფი, ე.წ. კლანი, რომელიც უზრუნველყოფს მართლმსაჯულების სისტემის მორჩილებას ბიძინა ივანიშვილისადმი. ეს არის მანკიერი სისტემა, რომელიც უნდა შეიცვალოს, თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ამის მოლოდინი არ გვაქვს. „ევროპული საქართველოს“ მთავარი მიზანი გასაუბრების პროცესში არის ის რომ საზოგადოებამ შეაფასოს თუ რა კანდიდატები წარმოადგინა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და ვის არჩევას აპირებს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა“, - აღნიშნა ოთარ კახიძემ.  

აღსანიშავია, რომ პარლამენტი მომავალი კვირიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას იწყებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics