|
2019-09-21 10:51:30, 950 ნახვა
საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას I კვარტალში სპორტული მოედნისა და სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას I კვარტლის III კორპუსის მიმდებარედ საკალათბურთო მოედნისა და სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე განახლდა სპორტული მოედნის საფარი, გულშემატკივრების ტრიბუნები და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ასევე, მოიხატა სტადიონის მიმდებარედ არსებული კედელი. გარდა ამისა, ამავე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში დამონტაჟდა ახალი საპარკე ინფრასტრუქტურა - ურბანული ავეჯი, მოეწყო საბავშვო-გასართობი მოედანი, განათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე ფეხით სავალი ბილიკები. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დასასვენებელი სივრცე გამწვანდა - დაირგო მცენარეები, ბალახი კი ინოვაციური მეთოდის გამოყენებით - ჰიდროთესვის პრინციპით დაითესა. აღნიშნული მეთოდით ბალახი სპეციალური მანქანით ითესება -ნიადაგს ესხურება თესლის, სასუქებისა და დამხმარე ნივთიერებებისგან შედგენილი ნარევი, რაც მისი ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ვაჟა-ფშაველას პირველი კვარტლის მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი ბირბიჩაძესთან ერთად შეხვდა. „მიმდინარე წელს ვაჟა-ფშაველას I კვარტალში არსებული დიდი სკვერის მეორე ნაწილის რეაბილიტაცია დავასრულეთ. ერთი ნაწილი გასულ წელს რეაბილიტირდა. მასშტაბური სამუშაოების შედეგად, ამ ხეივნის ტერიტორიაზე კომფორტული და ლამაზი დასასვენებელი სივრცე მოეწყო, რომელიც საბავშვო-გასართობ მოედნებს, არასტანდარტულ საპარკე ინფრასტრუქტურას, სპორტულ მოედნებს - ფიტნეს ზონას და განახლებულ საკალათბურთო მოედანს მოიცავს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ კომფორტული და კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცეები, ასევე, ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტის პოპულარიზაციას“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა. სპორტული მოედნისა და სკვერის რეაბილიტაციის პროექტების ჯამური ღირებულება 270 528 ლარს შეადგენს.
(NS)
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)