|
2019-09-20 21:14:20, 2355 ნახვა
პოლიტიკა
20 ივნისი იყო ის წყალგამყოფი, რომელმაც მე მიმაღებინა გადაწყვეტილება - მამუკა ხაზარაძე აქციაზე მივიდა
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე "ერთად ერთის წინააღმდეგ" მივიდა საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე. "ამ არაჩვეულებრივმა ახალგაზრდებმა ჩვენ გამოგვაფხიზლეს ყველა და შემოკრეს ის ზარი, რომელსაც თავისუფლების ზარი ჰქვია. მე, პირადად და ყველა ჩვენთაგანი კიდევ ერთხელ მიხვდა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არის ყოველდღიური და ეს თუ არ გაგრძელდა, ჩვენი ქვეყანა ბედნიერი ვერ იქნება. თავისუფლების გარეშე არ არსებობს ბედნიერება, არ არსებობს წარმატებულის საქმე, ერთიანობა, ეს არის ყველაზე მთავარი ღირებულება და 20 ივნისი იყო ის წყალგამყოფი, რომელმაც მე მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ გამოვსულიყავი და შევერთებოდი ამ არაჩვეულებრივ ხალხს," - ამბობს ჟურნალისტებთან მამუკა ხაზარაძე. აქციაზე მისული ხალხის რაოდენობის გამო, რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტილია.პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს საპროტესტო აქცია "ერთად ერთის წინააღმდეგ".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)