|
2019-09-20 17:43:30, 2415 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი - რამზან ახიადოვის გადაცემა სტრასბურგის კრიტერიუმების თანახმად მოხდა
გადაცემა სტრასბურგის კრიტერიუმების თანახად მოხდა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც ეთიკურად ჩეჩენი რამზან ახიადოვის საქართველოდან რუსეთში ექსტრადირების საკითხს გამოეხმაურა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრო ფიქრობს, რომ აღნიშნული პირის დანაშაულებრივი პროფილი გამოაქვეყნოს. „გადაცემა მოხდა სტრასბურგის კრიტერიუმების თანახმად, მოცემულ პირს ჰქონდა სტრასბურგში იუსტიციის მინისტრის ბრძანების გასაჩივრების უფლება და ექსტრადიციის შეჩერების მოთხოვნის უფლება... ბატონ ახიადოვს ეს არ მოუთხოვია, მას ჩაბარდა იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომელიც რუსულად იყო თარგმნილი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ამ საქმისადმი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოვაქვეყნოთ ამ ძებნილი ადამიანის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, დანაშაულებრივი პროფილი“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)