20:12 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-20 14:09:48, 2662 ნახვა

სამართალი
პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა.

კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოძიების ჩატარებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლებას ანიჭებს, რის გამოც სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში ოპერატიული მუშაკის და ექსპერტ-კრიმინალისტის თანამდებობების შემოღება იგეგმება.

ამავე ცვლილებებით, სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილის მიერ საქმის ზედამხედველი პროკურორისთვის მიმართვის 20 დღიანი ვადა 14 დღემდე მცირდება, ხოლო სასამართლოსთვის წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში კონკრეტულ მტკიცებულებათა შეტანის ვადა უქმდება. გარდა ამისა, პირებს, რომელთაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის, პროკურატურის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის თანამდებობაზე დასანიშნად, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევთ.

ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაინერგება სტაჟირების სისტემა.

დაკონკრეტდა „გამომძიებლის“ სტატუსის მქონე პირთა წრე. კერძოდ, გარდა გამომძიებლებისა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის სტატუსი მიენიჭება სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელ პირებს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგამოძიებო ფუნქცია 2019 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics