|
2019-09-19 12:44:42, 1699 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი არის ინვესტიცია საქართველოს მომავალში
ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ამ პროექტის დაფინანსებით ეროვნული მნიშვნელობის საქმეს ჩაუყარა საფუძველი“, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს. „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი არის ინვესტიცია საქართველოს მომავალში. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნება, რომელიც მსოფლიოში განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების ერთ-ერთი ლიდერი იქნება, არის უდიდესი მიღწევა. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ამ პროექტის დაფინანსებით ეროვნული მნიშვნელობის საქმეს ჩაუყარა საფუძველი“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე. ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების იდეა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტს სრულად აფინანსებს ფონდი „ქართუ“ და მისი სავარაუდო ბიუჯეტი მილიარდ ევროს შეადგენს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველად ფუძნდება. საგანმანათლებლო სივრცე სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად 2020 წლის სექტემბერში იქნება მზად.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)