12:11 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-17 11:32:39, 2035 ნახვა

საზოგადოება
NDI - გამოკითხულთა უმრავლესობის მიხედვით, ჯანდაცვის სისტემის წინაშე ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 13%  ძალიან კმაყოფილია საქართველოში ჯანდაცვით ხარისხით.

კვლევის თანახმად, 58% არის ნაწილობრივ  კმაყოფილი, 16% ნაწილობრივ უკმაყოფილოა,  9% კი, ძალიან კმაყოფილია ჯანდაცვით ხარისხით. რაც შეეხება, გამოკითხულთა 3%-ს, კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 47%-ის აზრით,  ჯანდაცვის სისტემის წინაშე ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია. 24% მიიჩნევს, რომ პრობლემა ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობაა. რაც შეეხება, 14%-ს პრობლემა სამედიცინო მომსახურების/ექიმთან ვიზიტის საფასურია.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

 

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა – ტრამპთან მთავარი თემა ანტიბალისტიკური თავდაცვა იქნება
აშშ-ის საელჩო: შეშფოთებული ვართ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამო
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics