|
2019-09-16 18:40:59, 2628 ნახვა
რეგიონი
ზაალ მიქელაძემ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე რეგიონის ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლეღვას #2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. გამორჩეულად ლამაზად დაიწყო სასწავლო წელი ლეღვას #2 საჯარო სკოლაში. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სკოლას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია და აღიჭურვა ახალი სასკოლო და სასწავლო ინვენტარით. რეაბილიტირებული სკოლა სრულიად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და 200 მოსწავლეზეა გათვლილი. ამჟამად სკოლაში 124 მოსწავლე სწავლობს, მათ შორის 11 პირველკლასელია. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებად რჩება საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ინვენტარით აღჭურვა. წელს სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს 8 საჯარო სკოლისა და 2 სპორტული დარბაზის მშენებლობა, ხოლო განხორცილდა 15 სკოლის რეაბილიტაცია; • ელექტრონული ლაბორატორიით აჭარაში აღიჭურვა 10 საჯარო სკოლა; აღნიშნული პროგრამების განსახორციელებლად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნა 8 მილიონ ლარზე მეტი.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)