06:51 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-16 17:08:10, 2361 ნახვა

რეგიონი
ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ახალი სასწავლო პროცესი განახლდა მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში.

პატარებსა და აღმზრდელებს სასწავლო წლის დაწყება შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ შუბნისა და მახალაკიძეების ბაგა-ბაღებიდან მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა.

„ვულოცავ ახალ სასწავლო წლის დაწყებას საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, აღმზრდელებს და მშობლებს. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საბავშვო ბაღებში პატარებს კიდევ უფრო უკეთესი პირობები ჰქონდეთ. ახლო მომავალში გავხსნით კიდევ ორ ახალ ბაგა-ბაღს, მომავალ სასწავლო წელს დაგეგმილი გვაქვს მახალაკიძეების საბავშვო ბაღის გადატანა პროექტით გათვალისწინებულ შენობაში, რომელიც შესაბამისი სტანდატრებით აღიჭურვება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება საჭიროებისამებრ რამდენიმე ბაღს“, - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძე.

მუნიციპალიტეტში დღეის მდგომარეობით 11 საბავშვო ბაღი და 9 ალტერნატიული ჯგუფი ფუნქციონირებს, სადაც 530-მდე აღსაზრდელი ირიცხება. პატარების აღზრდა - განათლებაზე 220 თანამშრომელი ზრუნავს. ბაგა-ბაღების რიცხვს მალე 2 ახალი თანამედროვე სტანდარტების მქონე სააღმზრდელო დაწესებულება შეემატება, გაიზრდება დასაქმებულთა რიცხვიც.


 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics