|
2019-09-16 15:21:18, 1553 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი სულ უფრო მეტ შედეგს მოგვიტანს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა. როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შეხვედრაზე ასოცირების ხელშეკრულების, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრეს. „ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი სულ უფრო და უფრო მეტ შედეგს მოგვიტანს და მოაქვს. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ასოცირების ხელშეკრულების, ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმების კონკრეტულ ნაბიჯებზე, თუ სად ვართ დღეს, რა გვაქვს გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, ასევე ვისაუბრეთ ისეთ თემებზე, როგორიც არის თავისუფალი, უვიზო რეჟიმი და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას როგორც ინსტიტუციონალური, ასევე საკანონმდებლო მიმართულებით, რათა ჩვენი ეკონომიკების თავსებადობა იყოს მაღალი, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, ბიზნესს, ჩვენს ეკონომიკას, უფრო ხელშესახები შედეგი მოგვიტანოს ამ ხელშეკრულებით. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ოკუპაციაზე. ჩვენ მადლობა გადავუხადეთ ევროკავშირს იმ წარმომადგენლობისთვის, იმ ფუნქციისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ საოკუპაციო მხარეს, თუმცა აღვნიშნეთ, რომ ორივე მხარემ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მანდატი გავრცელდეს მთელს ტერიტორიაზე, ამან ხელი უნდა შეუწყოს მოქალაქეების საბაზისო უფლებების დაცვას და მათივე უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ვისაუბრეთ ასევე ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესის გაგრძელებაზე და შევთანხმდით, რომ ქვეყანაში დემოკრატიის საბაზისო, ძირითადი ფუნქციები და მათი ფასეულობები დაცული იქნება და კიდევ უფრო გაღრმავდება. რა თქმა უნდა, ჩვენ მაღალი დონის შეხვედრები და კოოპერაცია, რაც გვაქვს დღეს, გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)