|
2019-09-15 22:20:05, 1646 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე ცივაძეების მრავალშვილიან ოჯახს სტუმრობდა
შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ ცივაძეებში მცხოვრებ რაული ცივაძისა და მაგული დავითაძის სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს სტუმრობდა. მერი ოჯახის მდგომარეობით დაინტერესდა, პატარებს საჩუქრები მიუტანა და მისი მოულოდნელი სტუმრობით ოჯახი გაახარა. ცივაძეების ოჯახში ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება. 7 წლის როლანდი ტაკიძეების საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეა, ხვალ პირველად შეაღებენ სკოლის კარს ტყუპები ელენე და ელისაბედი, 4 წლის ნიკოლოზი კი ჭვანის ბაგა-ბაღის აღსაზრდელია. მრავალშვილიან ოჯახს შუახევის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში ახალი სასწავლო წლის სამზადისისთვის ერთჯერადად 1000 ლარი გადაეცა. როგორც მშობლებმა აღნიშნეს პატარები ახალ სასწავლო წელს მომზადებული ხვდებიან და სწავლის დაწყებას მოუთმენლად ელიან. ,,მრავალშვილიანი ოჯახებზე დახმარება ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენი ვალია ხელი შევუწყოთ მათ გაძლიერებასა, კეთილდღეობას და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას, ვინაიდან მრავალშვილიანობა საქართველოს სიძლიერეა“- განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძე. ცივაძეების მსგავსად მერიის სოციალური პროგრამით 55-მა მრავალშვილანმა ოჯახმა უკვე ისარგებლა. მიმდინარე წელს ერთჯერადი ფულადი დახმარება 60 მრავალშვილიან ოჯახზეა გათვლილი და პროგრამით სარგებლობა ბენეფიციარებს 2019 წლის ბოლომდე შეეძლებათ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)